Კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ატრაქციონი“-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ შპს „ატრაქციონი“-ს ვებ-გვერდის გამოყენებას. შპს „ატრაქციონი“-ს პლატფორმა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც შპს „ატრაქციონი“-ს პლატფორმა.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს შპს „ატრაქციონი“-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. შპს „ატრაქციონი“-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების განხორციელების შემდეგ ვებ-გვერდის პირველივე გამოყენებისთანავე თქვენ გამოგიჩნდებათ წესები და პირობების განახლებული ვერსია. ვებ-გვერდით ან/და კომპანიის მომსახურებით შემდგომი სარგებლობისთვის, თქვენ სავალდებულო წესით უნდა გაეცნოთ განახლებულ პირობებს და დაადასტუროთ მასზე თანხმობა.
შპს „ატრაქციონი“-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით შპს „ატრაქციონი“-ს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკას.
!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
2.1 გამოყენების წესები - ნიშნავს წესებს, რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან.
2.2 ვებ-გვერდი - ნიშნავს www.airballoontbilisi.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისების შეკვეთა და მიღება;
2.3 კომპანია - ნიშნავს შპს „ატრაქციონი“ -ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405354753, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის ქუჩა 49ბ, 0179, ან მასთან აფილირებულ ან მის ნებისმიერ შვილობილ პირს;
2.4 მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს ან არარეგისტრირებულ პირს, რომელიც სარგებლობს ვებ-გვერდით; წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, მომხმარებელი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე.
2.5 მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
2.6 პლატფორმა - შპს „ატრაქციონი“-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შპს „ატრაქციონი“-ს ვებ-გვერდს www.airballoontbilisi.ge;
2.7 საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2.8 ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
2.9 უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ შპს „ატრაქციონი“-სთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიციკაციო კოდი), რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში/რეგისტრაციის გარეშე, კომპანიისთვის მიწოდებული ამგვარი მონაცემები, რომლითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური პროდუქტის არხებით;
2.10 წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;
2.11 ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
3. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
3.1 მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს.
3.2 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
3.3 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.
3.4 გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს შპს „ატრაქციონი“ -ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
3.5 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
3.6 გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
3.7 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
3.8 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
3.9 პირადი ანგარიშის გახსნისას ან/და მომსახურებით სარგებლობისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
3.10 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული შპს „ატრაქციონი“-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ შპს „ატრაქციონი“-სთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
3.11 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
3.12 თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, შპს „ატრაქიციონმა“ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
3.13 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
3.14 კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
3.15 მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
3.18.1 ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
3.18.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამული უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
9. კორპორატიული გაყიდვები
9.1 კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბილეთების კორპორატიული შესყიდვის მომსახურებას იმ პირობით, რომ ამგვარი შესყიდვა დაშვებულია ღონისძიების ორგანიზატორის მიერ.
9.2 კორპორატიული გაყიდვების შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი არ არის დღგ-ს გადამხდელი, მომხმარებლის მიერ ბილეთების ინვოისის საშუალებით შეძენისას, ბილეთების ღირებულებას ემატება 18%, რაც ასახული იქნება შესაბამის ინვოისში.
9.3 კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა, ბიზნეს ბარათით ბილეთების შეძენისას, შეძენის შემდეგ გასცეს ინვოისი ან/და ანგარიშფაქტურა. აღნიშნულ შემთხვევაში, კომპანია გასცეს ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ოფიციალურ წერილს, რომელშიც დაფიქსირდება ბილეთებში გადახდილი თანხის ოდენობა და ბილეთების შეძენის თარიღი.
9.4 კორპორატიული შესყიდვის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და მიაწოდოს შემდეგი მონაცემები: სასურველი ბილეთების რაოდენობა და კატეგორია, ასევე კომპანიის რეკვიზიტები ან იმ ფიზიკური პირის მონაცემები, რომლის სახელზეც კომპანია გამოწერს ინვოისს ან/და ანგარიშფაქტურას.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
10.1 ხელშეკრულება ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
11.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
11.2 მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;
11.3 ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
12. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
12.1 კომპანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას უზრუნველყოფს კომპანიის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და რომელზეც მომხმარებელი კომპანიის მომსახურებ(ებ)ით სარგებლობის მიზნით, სავალდებულო წესით განაცხადებს თანხმობას.
12.2 კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.
13. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
13.1 წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა პროდუქტის შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა. პირობების ყოველი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა კომპანიის ნებისმიერი არხით სარგებლობისას.
14. ერთიანი ხელშეკრულება
14.1 წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
15. გარდამავალი დებულებები
15.1 წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
15.2 მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია შპს „ატრაქციონს“ მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
15.3 თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
15.4 კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში;
15.5 მომხმარებელი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
15.6 იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით;
ბილეთების დაბრუნების წესები:
- შეძენილი ბილეთები შეცვალას ან/და დაბრუნებას არ ექვემდებარება;
- შეღავათიანი ან დამატებითი პირობების კატეგორიის ბილეთის შეძენისას აუცილებელია დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
- დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ბილეთი კარგავს ძალას და შეუძლებელია მისი შეცვლა ან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ახალი ბილეთის შეძენა.
- 14 წლამდე ბავშვებისათვის აუცილებელია მშობლების თანხლება ატრაქციონით სარგებლობისას.
- შეძენილი ბილეთის მოქმედების ვადას ერთი თვე წარმოადგენს შეძლენის დღიდან.