საჰაერო ბურთის გონდოლით გასეირნებისას შეძლებთ დატკბეთ ქალაქის მშვენიერი, პანორამული ხედებით დღისა და ღამის განმავლობაში.
ფრენა 15 წუთის განმავლობაში გრძელდება. დაუვიწყარი ემოციები გარანტირებულია.
ატრაქციონი ეკო-მეგობრულია და ფუნქციონირებს ხმაურის გარეშე. მის მთავარ ფუნქციურ საფრენ ნაწილს ჰელიუმის უზარმაზარი ბუშტი წარმოადგენს, ხოლო მეორე ნაწილი გონდოლაა, რომელიც 30 ადამიანს იტევს.
ფრენის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჰაერო ბურთი არ მუშაობს ქარიან ამინდში. ბურთი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ქარის სიმძლავრის პროგნოზს.
შეძენილი ბილეთი მოქმედებს შეძენიდან 1 თვის განმავლობაში.
ცოცხალი რიგი.
გთხოვთ, გაეცნოთ ატრაქციონის სამუშაო საათებს. წვიმიან და ქარიან ამინდში ატრაქციონი არ ფუნქციონირებს
ამინდის აუცილებელი პირობები
საჰაერო ბურთი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საჰაერო გადაადგილების საშუალებად ითვლება და, როგორც ნებისმიერ საჰაერო გადაადგილების საშუალებას, მასაც გააჩნია ამინდის შესაბამისი პირობები უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის.
თავისუფალი ფრენის განხორციელებისათვის საჭიროა ქარის ისეთი სიმძლავრე, რომელიც არ აღემატება 5 მ / წმ-ს და ამასთან, ფრენისათვის საჭიროა უნალექო ამინდი.
საჰაერო ბურთი აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ქარის სიმძლავრის პროგნოზს.
14 წლამდე ბავშვები დაიშვებიან მშობლების თანხლებით
საჰაერო ბურთით სარგებლობა არ არის რეკომენდებული ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, არ დავუშვათ ორსულობის გვიან ეტაპზე მყოფი მომხმარებელი ატრაქციონზე.
ატრაქციონით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ტანსაცმელში, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია, თუმცა ჩვენ გირჩევთ ატრაქციონით სარგებლობისას ატაროთ ფეხსაცმელი ქუსლის გარეშე და თან იქონიოთ ქუდი.
მობ: + 995 511 13 21 31
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
ვებ-გვერდი: www.airballoontbilisi.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი რიყის პარკი.